სალათი ,,ანანასი“ ქათმითა და სოკოთი

კაშკაშა და ორიგინალური სალათია, უფრო მეტად რომ გააოცოთ სტუმრები, დეკორისათვის გამოიყენეთ ნამდვილი ანანასის ფოთლები. დამზადების დრო:1 სთ 20წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • კვერცხი  2ც;
  • მაგარი სახეობის ყველი  100გრ;
  • მჟავე კიტრი  2-3ც;
  • ქამა სოკოს მარინადი  200გრ;
  • მაიონეზი გემოვნებით;

მომზადების წესი:

ქათმის ფილე, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. გავაცივოთ, გავფცქვნათ კარტოფილი და კვერცხი. სალათისათვის ავიღოთ დიდი ბრტყელი ლანგარი. პირველ ფენად დავდოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი, მოვასხათ მაიონეზი, გემოვნებით. მეორე ფენა – დაჭრილი მჟავე კიტრი მაიონეზით, დაჭრილი ფილე მაიონეზით, მეოთხე – მსხვილად გახეხილი კვერცხი, მთლიან სალათას წავუსვათ მაიონეზი, ბოლოს დავაყაროთ გახეხილი ყველი. ამ ფენასაც წავუსვათ მაიონეზი, სალათს უნდა ჰქონდეს ანანასის ფორმა. გავრეცხოთ და გავაშროთ ანანასის ფოთლები და გავუკეთოთ სალათს, შეგვიძლია მწვანე ხახვის ღერები გამოვიყენოთ მის ნაცვლად. შემდეგ ფოთლებიდან დავიჭყოთ ფენებად დაჭრილი სოკოს დალაგება სალათის ზედაპირზე და მივყვეთ ბოლომდე. ,,ანანასი“ მზადაა! გემრიელად მიირთვით!