სალათ “ცეზარის” სოუსი მაიონეზით

თუ შინაც იგივენაირი ,,ცეზარი“ მოგინდათ, როგორიც რესტორანშია, მაშინ აუცილებლად ეს სოუსი უნდა მოასხათ სალათს. მისი მომზადება ძალიან მარტივია და დიდ დროსაც არ წაგართმევთ. დამზადების დრო: 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაიონეზი  3ჩ/კ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • ანჩოუსი (კონსერვი)  3ც;
  • ნიორი  4კბილი;
  • ლიმონის წვენი  50მლ;
  • ზეითუნის ზეთი  200მლ;
  • მარილი, პილპილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

სამზარეულოს კომბაინის ჭიქაში ჩავდოთ ანჩოუსები, მდოგვი, მაიონეზი და ნიორი. დავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. პროცესში ვამატოთ ნელ-ნელა ზეითუნის ზეთი, სანამ არ მივიღებთ საჭირო, სქელ კონსისტენციას. ნახევარი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ მოვასხათ სალათს. გემრიელად მიირთვით!