კიში მარწყვით

კიში მარწყვით მსუბუქი და არომატული პეროგია. ჩაისთან ან ყავასთან ერთად განსაკუთრებულად გემრიელია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • არაჟანი  80გრ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • ფქვილი  280გრ;
  • შაქარი  200გრ;
  • რძე  400მლ;
  • სიმინდის სახამებელი  2ს/კ;
  • კვერცხის გული  2ც;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავდოთ დარბილებული კარაქი. დავამატოთ 100გრ შაქარი და კარგად გადავურიოთ. დავამატოთ არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი. მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი და 30 წთ მაცივარში შევდგათ. ჩავდოთ ცომი მრგვალ საცხობ ფორმაში და ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ. შვდგათ 170-175 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 30-35 წთ. ქვაბში ჩავასხათ რძე და ცეცხლზე დავდგათ. ავთქვიფოთ შაქარი, კვერცხის გული და სახამებელი. როცა რძე დუღილს დაიწყებს, დავამატოთ ეს მასა, ვურიოთ და შესქელებამდე ვადუღოთ. გარეცხილი და შემშრალი მარწყვი დავაწყოთ გამომცხვარ კორჟზე. დავასხათ მოხარშული მასა და ღუმელში შევდგათ 6-7 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო