აჯიკა სტაფილოთი და ვაშლით

გამოდის ცხარე, არომატული და გემრიელი. უხდება ყველა სახეობის შემწვარ ხორცს. აჯიკა სტაფილოთი და ვაშლით კარგად ეხამება შემწვარ კარტოფილსაც.

დამზადების დრო: 3 სთ.

  • ინგრედიენტები:
  • პომიდორი  1კგ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  500გრ;
  • სტაფილო  250გრ;
  • ნიორი  100გრ;
  • მჟავე ვაშლი  250გრ;
  • ცხარე პილპილი  50გრ;
  • ზეთი  50მლ;
  • მარილი  1ჩ/კ (თავიანი);
  • შაქარი  1ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი, ბულგარული, ცხარე პილპილი. სტაფილო გავფხიკოთ, ნიორი გაბვარჩიოთ და გავრეცხოთ ორივე. დავჭრათ ბოსტნეული დიდ ნაჭრებად (ბულგარულსა და პილპილს მოვაცილოთ ყუნწები და თესლები). ხორცსაკეპში ჯერ პომიდორი გავატაროთ. შემდეგ ბულგარული და შემდეგ ცხარე პილპილი. ბოლოს სტაფილო, ნიორი, გარეცხილი და აჭრილი ვაშლი (თესლები გამოვაცალოთ). ამ მასას დავამატოთ მარილი, შაქარი, ზეთი და შავი პილპილი. გადავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. შმდეგ ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე და 2 სთ ვადუღოთ, პერიოდულად ვურიოთ. გადავასხათ გასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. მზა აჯიკა გამოდის 1,2 ლ. შევინახოთ გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო