ახალი კომბოსტოს წვნიანი ხორცის გარეშე

ახალი კომბოსტოს წვნიანი ხორცის გარეშე ძალიან მსუბუქი, სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი კერძია. არაჟნის დამატებით საუცხოო გამოდის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  2,5ლ;
  • ახალი კომბოსტო  250გრ;
  • პომიდორი 200გრ;
  • კარტოფილი  4-5ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;
  • არაჟანი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ბოსტნეული. პომიდორი კუბიკებად დავჭრათ, კომბოსტო დავკეპოთ. ადუღებულ წყალში კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დავამატოთ პომიდორი, 2-3 წთ ვშუშოთ. ეს მასა დავამატოთ კარტოფილს, კომბოსტოც ჩავყაროთ. მარილი დავაყაროთ და 15-20 წთ ვადუღოთ. წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი ჩავამატოთ წვნიანში. გადმოვდათ და 20 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო