ამერიკული შოკოლადიანი “პონჩიკები”

ამერიკული შოკოლადიანი “პონჩიკები” იგივე დონატები, ფუმფულა, ჰაეროვანი, უგემრიელესი დესერტია. საუზმეზე უკეთესს ვერც ინატრებთ! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  640გრ;
  • შაქარი  60გრ;
  • საფუარი  14გრ;
  • კარაქი  90გრ;
  • რძე  250მლ (3,2%);
  • კვერცხი  2ც;
  • მარილი, ვანილი  გემოვნებით;
  • შოკოლადი, ნაღები  გემოვნებით;
  • ზეთი  1ჭ;

მომზადების წესი:

ფქვილი რამოდენიმეჯერ გავცრათ, დავამატოთ საფუარი, მარილი და შაქარი, ავურიოთ. გავადნოთ კარაქი. რძე შევათბოთ და დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს, ავურიოთ, კვერცხი ჩავახალოთ,  ვანილიც დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1 სთ. შემდეგ 1სმ სისქეზე გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და ცხელ ზეთში შევწვათ, დაბალ ცეცხლზე. ამოვიღოთ და ქაღალდის ხელსახოცებზე დავაწყოთ, გავაცივოთ. შოკოლადი დავტეხოთ, ცხელი ნაღები დავასხათ, კოვზით ავურიოთ, რომ შოკოლადი გადნეს.  მინანქარი ცივ დონატებს  ზემოდან წავუსვათ  ან ამოვავლოთ. სურვილისამებრ, შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრა, საკონდიტრო მოსაყრელები, წავუსვათ ათქვეფილი ნაღები. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო