
ანანასის დესერტი მსუბუქი და ჰაეროვანი გამოდის. სცადეთ და გემო თავად განსაჯეთ! დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 5.
ინგრედიენტები:
- რძე 300მლ (კონცენტრირებული);
- ანანასი 1/2 ქ;
- თხილი ან ნუში 70გრ;
- ჟელატინი 15გრ (სწრაფადხსნადი);
მომზდების წესი:
ანანასი გადავწუროთ, სიროფში ჩავლბოთ ჟელატინი 15 წთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დავდგათ, მივიყვანოთ დუღილამდე და გადმოვდგათ. ავთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ რძე, თან ვთქვიფოთ. ეს მასა სილოკონის ფორმებში გადავიტანოთ, თითოეულს ანანასის ნაჭერი დავადოთ და თხილი მოვაყაროთ. დესერტი შევდგათ მაცივარში 3 სთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება