არაჟანში ჩაშუშული სტაფილო

სტაფილო ორგანიზმისათვის სასრგებლო ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ამიტომ კარგია, თუ ხშირად ჩავრთავთ კვების რაციონში. ეს კერძი სასარგებლოსთან ერთად უგემრიელესიცაა და სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  1კგ;
  • არაჟანი  250გრ;
  • ოხრახუში  1კონა;
  • მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები  გემოვნებით.

მომზადების წესი:

გარეცხილ-გაფხეკილი სტაფილო მრგვლად დავჭრათ. ჩავყაროთ ტაფაში და დავასხათ წყალი ისე, რომ სტაფილო დაფაროს. დავაფაროთ თავზე და მოვშუშოთ. გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ ოხრახუში. როცა სტაფილო დარბილდება, არაჟანი დავამატოთ, მწვანილი დავაყაროთ მარილთან და პილპილთან ერთად. ამოვურიოთ, თუ ცოტა მშრალია, ოდნავ წყალი დავამატოთ, 5 წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით არაჟანში ჩაშუშული სტაფილო!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო