ბადექონში გახვეული ღვიძლი

ბადექონში გახვეული ღვიძლი როცა შეიწვება, რბილი, ნაზი და წვნიანი გამოდის. ამ რეცეპტით ძროხის ღვიძლის მომზადებაც შეიძლება. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ღორის ღვიძლი  500გრ;
  • ბადექონი  500გრ;
  • მარილი  2მწიკვი;
  • ზეთი  1/2ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადექონი, დავდოთ დაფაზე და ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ. ღვიძლიც გავრეცხოთ შევაშროთ და ორივე მხრიდან მარილი დავაყაროთ, დავდოთ ბადექონზე და რულეტისებურად გადავახვიოთ. შესაწვავ ფორმას ზეთი გამოვუსვათ, ჩავდოთ ღვიძლი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 20 წთ შემდეგ ქვედა მხარეს დანით ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას, შევაბრუნოთ კიდევ 30 წთ. თბილი კერძი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო