ბადრიჯანი თურქულად

გემრიელი, სასარგებლო, ლამაზი კერძია. ბადრიჯანი თურქულად ძალიან არომატულია, ნოყიერი, მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედენტები:

  • ბადრიჯანი  1ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • პომიდორი  1ც;
  • ქამა სოკო  150გრ;
  • ზეთი  20მლ;
  • მაგარი სახეობის ყველი  30გრ;
  • ოხრახუში  10გრ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადრიჯანი, ყუნწი მოვაჭრათ, სიგრძეზე შუაზე გავჭრათ და კოვზით რბილობი ამოვაცალოთ. დავდოთ ცხიმწასმულ შესაწვავ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. გავრჩიოთ ხახვი და ნიორი, გავრეცხოთ, წვრილად დავკეპოთ და ზეთში მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ბულგარული, ყუნწი და თესლები მოვაცილოთ, წვრილად დავჭრათ და ხახვს და ნიორს დავუმატოთ. გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ქამა სოკოც დავამატოთ. გარეცხილი პომიდორი გავხეხოთ და დავამატოთ. 10-12 წთ ვშუშოთ, შევანელოთ მარილით. დავამატოთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გადავურიოთ. შემწვარი ბადრიჯანი  შევავსოთ ამ მასით და შევდგათ ღუმელში 15 წთ, ბოლოს დავაყაროთ გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო