ბადრიჯნის ხიზილალა ზამთრისათვის

საკმაოდ აქტუალური კერძია სეზონზე. შესანახადაც კარგი ვარიანტია, ბადრიჯნის ხიზილალა ზამთრისათვის უგემრიელესი გამოდის. ადვილად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  1კგ;
  • ხახვი  0,5კგ;
  • მომჟავო ვაშლი  2-3ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  0,5კგ;
  • სტაფილო  0,5კგ;
  • ნიორი  4-5კბილი;
  • ზეთი  0,5ჭ;
  • მარილი  3ს/კ;
  • სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ, გავფხიკოთ, გავრეცხოთ ბოსტნეული. ბულგარულს ყუნწები და თესლები მოვაცილოთ და სტაფილოსთან ერთად გრძელ ღერებად დავჭრათ. ხახვი კუბიკებად, ხოლო ნიორი მსხვილად დავჭრათ. ზეთში მოვხრაკოთ ნიორი. დავამატოთ ხახვი, სტაფილო, ბულგარული, და საშუალო ცეცხლზე მოვხრაკოთ 5-10 წთ. ბადრიჯანს ყუნწები მოვაჭრათ და გრძლად დავჭრათ. ჩავდოთ ქვაბში ისე, რომ ქვაბის 2/3 შეავსოს. გავთალოთ ვაშლი, თესლები მოვაცილოთ, დავჭრათ. ბადრიჯანს დავამატოთ მოხრაკული მასა, ვაშლი, დავასხათ ჭიქაზე ოდნავ ნაკლები წყალი, მარილი დავაყაროთ, პილპილი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვშუშოთ 30 წთ. მზა ხიზილალა გადავიტანოთ გასტერილიზებულ ქილებში, დავაფაროთ სახურავი და ჩავდგათ გასასტერილიზებლად ქვაბში. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 30 წთ (ადუღებიდან). მოვხუფოთ, ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ და ასე გავაცივოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო