ბადრიჯნის სალათი ზამთრისათვის

ზომიერად ცხარეა, გემრიელია. ზამთარში გახსნით ქილას და ზაფხულის საუცხოო კერძი უკვე თქვენს სუფრაზეა! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  2კგ;
  • პომიდორი  1,5კგ;
  • ხახვი  1კგ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1,5კგ;
  • ნიორი  100გრ;
  • ოხრახუში ან კამა  1კონა;
  • ზეთი  1,5ჭ;
  • ძმარი 70%-იანი  1ჩ/კ;
  • მარილი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბულგარული და ბადრიჯანი და დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ შეშრეს. ბულგარულს თესლები და ყუნწები მოვაცილოთ, ბაფრიჯანს ყუნწი მოვაჭრათ. გავარჩიოთ ხახვი და ნიორი, გავრეცხოთ. პომიდორი ჯერ მდუღარე წყალში ჩავუშვათ, შემდეგ ცივი გადავავლოთ და კანი მოვაცილოთ. გავთალოთ ბადრიჯანი და გრძლად დავჭრათ, ასევე დავჭრათ ბულგარული. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, პომიდორი თხელ ნაჭრებად, ნიორი დავჭყლიტოთ. მწვანილი გავრეცხოთ და წვრილად დავკეპოთ. ავიღოთ ფართო ქვაბი და ბოსტნეული ფენებად ჩავაწყოთ: ჯერ პომიდორი, ბულგარული, ხახვი, მწვანილი, ნიორი და ზემოდან ბადრიჯანი. დავასხათ ზეთი და დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს და 40 წთ ვადუღოთ. დავამატოთ მარილი, ძმარი დავასხათ და კიდევ 10 წთ ვადუღოთ. ცხელი სალათი გადავსხათ გასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ. ბადრიჯნის სალათი ზამთრისათვის გრილ და ბნელ ადგილას შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო