ბანანის მარმელადი

უგემრიელესი დესერტია, განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ ბანანებს სხვადასხვანაირი სიტკბო აქვთ, ამიტომ შეგიძლიათ სურვილისამებრ დააკორექტიროთ შაქრის დოზა. დამზადების დრო: 7 სთ 10 წთ. ულუფა: 3.

ინგრედიენტები:

  • ბანანი  2-3ც (ძალიან მწიფე);
  • ჟელატინი  30გრ;
  • შაქარი  1ჭ (200გრ);

მომზადების წესი:

ბანანებს ქერქი მოვაცილოთ და დავაბლენდეროთ. მასა გავყოთ 2 ნაწილად. ჟელატინს დავასხათ 50მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, ავურიოთ. ბანანის პიურეს ერთ ნაწილს დავუმატოთ  ჟელატინი. ავურიოთ, 15 წთ დავაყოვნოთ. მეორე ნაწილს დავამატოთ შაქარი, ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ვურიოთ, როცა ადუღდება, ჟელატინიანი მასა დავამატოთ, კარგად ვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელი მასა ჩავასხათ ფორმაში ან პატარა ფორმებში. გავაცივოთ და შევდგათ მაცივარში 5 სთ. შემდეგ ბანანის მარმელადი დავჭრათ, თეფშზე დავყაროთ 3ს/კ შაქარი და თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო