ბანანის ქაფქეიქები

ბანანის ნაზი, სასიამოვნო ტექსტურა ამ ქაფქეიქებს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. თან არომატული და ფაფუკი გამოდის. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  180გრ;
  • შაქარი  90გრ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • სოდა  0,5ჩ/კ;
  • მარილი  0,25ჩ/კ;
  • კარაქი  110გრ;
  • ბანანის პიურე  180 გრ (+1ც მოსართავად);
  • კვერცხი  2ც;
  • ვანილი  გემოვნებით;
  • ნიგოზი  30გრ;
  • ნაღების ან ხაჭოს კრემი  გემოვნებით (მოსართავად);

მომზადების წესი:

გავფცქვნათ ბანანი და ჩავჭყლიტოთ. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, შაქარი, მარილი, ავურიოთ, დავამატოთ ბანანის პიურე, კვერცხი, დარბილებული კარაქი, ვანილი, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე, ნიგოზი დავაქუცმაცოთ და ცომს დავუმატოთ. კექსის ფორმებში (12 ც) ჩავაფინოთ ქაღალდი, ჩავასხათ ცომი ¾-ზე, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 25-30 წთ. გავაცივოთ. მოვამზადოთ კრემი: ნაღების ყველი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. ბანანის ქაფქეიქები მოვრთოთ კრემით და ბანანის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო