ბარდის სუპ-პიურე ლორით

ბარდა უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ხორცი. ასევე დიდი რაოდენობითაა მასში ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ანტიოქსიდანტები. ასე რომ, ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ჩართეთ კვების რაციონში, დაიწყეთ ამ რეცეპტით! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყვითელი ბარდა  400გრ;
  • ლორი  400გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  2თ;
  • ნიახურის ღეროები  3ც;
  • კარაქი  2ს/კ;
  • კურკუმა  1/2ჩ/კ(დაფქული კოჭა);
  • ჭვავის პურის სუხარიკები  100გრ;
  • მდოგვი  2ს/კ;
  • ოხრახუში  1კონა;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოვამზადოთ. დიდ ქვაბში გავადნოთ კარაქი, ჩავდოთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური, დავამატოთ მარილი და 7-10 წთ ვშუშოთ. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე და რბილი. დავამატოთ კურკუმა, ბარდა, დაჭრილი კარტოფილი, ლორი, წყალი, თავსახური დავაფაროთ და ვხარშოთ 1 სთ. შემდეგ ამოვიღოთ ლორი, დანარჩენი კი დავაბლენდეროთ. დავამატოთ პილპილი და შევათბოთ. ბარდის სუპ-პიურე ლორით თბილი გავიტანოთ სუფრაზე. თითო ულუფას თითო ნაჭერი ლორი დავამატოთ, ასევე დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო