ბარდის სუპი ღორის ნეკნებით

ბარდის სუპი ღორის ნეკნებით ძალიან ნოყიერი და გემრიელი წვნიანია. ზამთრის ცივ დღეებში ცხელ სუპზე უკეთესი სადილი რა უნდა იყოს! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ნეკნები  800გრ;
  • ბარდა  150გრ;
  • ქერის  ბურღული  50გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო 1ც;
  • კარტოფილი  3ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ბარდა და ქერის ბურღული გავრეცხოთ და წინა ღამით ჩავალბოთ. გავრეცხოთ ნეკნები და დავდგათ მოსახარშად. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ პილპილი, სხვა სანელებლები და ვხარშოთ 1,5სთ. ცალკე მოვხარშოთ ბარდა და ქერის ბურღული. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. როცა ხორცი მოიხარშება, ნახარში გავწუროთ და დაჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ. ვხარშოთ 15 წთ, მარილი დავამატოთ. ჩავაწყოთ ძვლებგამოცლილი ხორცის ნაჭრები, მოხრაკული ბოსტნეული, ბარდა, ქერი, ვადუღოთ 15 წთ. სუფრაზე გატანის წინ წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო