ბარდის სუპი გუფთით

ნოყიერი, სასარგებლო, გმრიელი წვნიანია. სადილის პირველი კერძის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  300გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ყვითელი ბარდა  1ჭ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ცივ წყალში ჩავალბოთ ბარდა მთელი ღამით. დილას გადავწუროთ, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ქაფი მოვხადოთ. დავამატოთ გათლილი, გარეცხილი, დაჭრილი კარტოფილი. მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო გავფხიკოთ, გავრეცხოთ ორივე. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ ქვაბის მასას. თუ ცხიმიანი წვნიანი გვინდა, გუფთები შევწვათ ზეთში. ბარდა და კარტოფილი თითქმის მოხარშული როცა იქნება, დავამატოთ გუფთა, ვადუღოთ მზაობამდე. მარილი და პილპილი დავაყაროთ.  ბარდის სუპი გუფთით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო