ბარდის სუპი ჰოლანდიურად

ბარდის სუპი ჰოლანდიურად ტრადიციული წესით მზადდება. გამოდის არომატული, ნოყიერი, კარგი იდეაა სადილისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  400გრ;
  • კარტოფილი  2-3ც;
  • წყალი  1,200მლ;
  • ბარდა  1,5ჭ;
  • ხახვი 1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ძეხვი სალიამი  150გრ;
  • ზეთი  20მლ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კამა  1კონა;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ბარფა კარგად გავრეცხოთ და წინა ღამით ჩავალბოთ. მოვხარშოთ ღორის ხორცი, ამოვიღოთ ხორცი ბულიონიდან და გავწუროთ. შემდეგ დავამატოთ ბარდა, წამოვადუღოთ, მოვქაფოთ. როცა ბარდა დარბილდება და ცოტაღა დააკლდება მოხარშვას, დაჭრილი კარტოფილი დავამატოთ. წვრილად დავჭრათ ხახვი და კარტოფილი და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ სუპს და ვადუღოთ ყველა ინგრედიენტის მოხარშვამდე. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ძეხვი, ბოლოს დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო