
უგემრიელესი, ჯანსაღი წვნიანია. ბარდის სუპი პომიდვრით ბავშვებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6-8.
ინგრედიენტები:
კარტოფილი 3ც;
- ყვითელი ბარდა 1ჭ;
- პომიდორი 1ც;
- ხახვი 1ც;
- სტაფილო 1ც;
- ნიორი 2კბილი;
- დაფნის ფოთოლი 2ც;
- წყალი 2,5ლ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. ბარდას წყალი დავასხათ და დავდგათ მოსახარშად. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. როცა ქვაბში წყალი ადუღდება, ბარდა გადმოვწუროთ, ახალი წყალი დავასხათ, დავამატოთ ხახვი და სტაფილო, ვხარშოთ 60-90 წთ. კარტოფილი და პომიდორი კუბიკებად დავჭრათ, ნიორი წვრილად დავკეპოთ, როგორც კი ბარდა მოიხარშება, დავამატოთ კარტოფილი, პომიდორი, მარილი, პილპილი დავამატოთ. დავაფაროთ ქვაბს და 15-20 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ ნიორი, მწვანილი სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება