ბარდის სუპი ქამა სოკოთი

ბარდის სუპი ქამა სოკოთი სწრაფად და მარტივად მზადდება. გამოდის მსუბუქიც და ნოყიერიც. სადილზე წვნიანის ვარიანტისათვის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბარდა  100გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი 1თ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბარდა და ჩავალბოთ (ღამით). შემდეგ საშუალო ცეცხლზე დავდგათ მოსახარშად. გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. გაფხეკილი სტაფილო გავრეცხოთ და გავხეხოთ. გავრეცხოთ სოკო, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავაცხელოთ ტაფაში ზეთი, ხახვი და სტაფილო ერთად მოვშუშოთ 5-10 წთ, ამოვურიოთ, დავამატოთ სოკო და ერთად მოვხრაკოთ. ბარდას დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი, 15-20 წთ ვადუღოთ. ბოლოს ტაფის მასა დავამატოთ და სუპი კიდევ 10 წთ ვადუღოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო