
ბატის ღვიძლის სალათი თბილ სალათებს მიეკუთვნება. ძალიან გემრიელი, ნოყიერი და ორიგინალური კერძია. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 2.
ინგრედიენტები:
- ბატის ღვიძლი 300გრ;
- ზეთი 1ს/კ;
- კვერცხი 1ც;
- კიტრი 1ც;
- მაიონეზი 1ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი;
ბატის ღვიძლი გავრეცხოთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. მოხარშული კვერცხი და კიტრი კუბიკებად დავჭრათ. ზეთში შვწვათ ღვიძლი, გადმოვიღოთ ჯამში, დავამატოთ კვერცხი, კიტრი, მარილი, მაიონეზი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება