
ყაზახური ბაურსაკების მომზადების მრავალნაირი რეცეპტი არსებობს. ბაურსაკი არაჟნის ცომით გამოდის ფუმფულა და ჰაეროვანი. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 10-15 წთ.
ინგრედიენტები:
- არაჟანი 1ჭ;
- კეფირი 0,5-1ჭ;
- მარილი 1ჩ/კ;
- შაქარი 2ჩ/კ;
- ფქვილი 600-700გრ;
- კვერცხი 1ც;
მომზადების წესი:
კვერცხს დავამატოთ შაქარი, მარილი და ავთქვიფოთ. დავამატოთ არაჟანი და ვთქვიფოთ. ჩავასხათ 0,5ჭ კეფირი. თანდათან ვამატოთ ფქვილი, თუ მასა სქელია, კეფირი დავამატოთ, თუ თხელია, ფქვილი. უნდა მოვზილოთ რბილი ელასტიური ცომი. ავადუღოთ ზეთი და შევწვათ ცომის ბურთულები. სურვილისამებრ, ბაურსაკის შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება