ბაურსაკი გულსართით

ტრადიციული ბაურსაკი გულსართის გარეშე ცხვება. თუ მრავალფეროვნება გიყვართ, ეს უგემრიელესი ფუნთუშები ამ რეცეპტით სცადეთ! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 10.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • კარაქი  150გრ;
  • საფუარი  20გრ;
  • ნუში  55გრ;
  • ყავისფერი შაქარი  110გრ (თეთრიც შეიძლება);
  • რძე  200მლ;
  • ნაღები  60მლ;
  • კვერცხი  2ც;
  • რომი  2ს/კ;
  • დარიჩინი  1/2ჩ/კ;
  • გარგარი  30ც;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ ნახევარი შაქარი, საფუარი და 10 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ დავამატოთ 50გრ კარაქი, ფქვილი, კვერცხი, 1ს/კ რომი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5სთ. გულსართი: დავაქუცმაცოთ ნუში. დავამატოთ 50გრ კარაქი და ნახევარი შაქარი, 1ს/კ ფქვილი, 1ჩ/კ რომი და 2ჩ/კ რძე. კარგად გადავურიოთ და მაცივარში შევდგათ 30 წთ. გარგარს მოვაცილოთ კურკა და ეს გულსართი ჩავდოთ. გავაბრტყელოთ ცომი, მრგვალი ფორმები ამოვჭრათ. თითოეულზე დავდოთ თითო გულსართიანი გარგარი და ცომი შევკრათ. დავაწყოტ საცხობ ფორმაში და 20 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ შევბრაწოთ ზეთში (ფრიტიურში). ყავისფერი შაქარი და 50გრ კარაქი შევურიოთ და დავდგათ ცოტა ხანს ცეცხლზე. როცა შაქარი გადნება, დავამატოთ რომი, ნაღები და დარიჩინი. ვადუღოთ 1-2 წთ, გადმოვდგათ. მზა ბაურსაკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და რომის სოუსი დავასხათ. ბაურსაკი გულსართით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო