ბაურსაკი წყლის ცომით

ბაურსაკი წყლის ცომით თითქმის ისეთივე რბილი და ფაფუკი გამოდის, როგორც რძით. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 30-35.

ინგრედიენტები:

  • წყალი  1ჭ;
  • ფქვილი  3,5-4ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • საფუარი  35გრ;
  • შაქარი  1ს/კ;
  • მარილი 1ჩ/კ;
  • ზეთი  3ს/კ (+ შესაწვავად);

მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ შაქარი, დავამატოთ საფუარი და 0,5ჭ ფქვილი, ავურიოთ, 15 წთ დავაყოვნოთ. ფიალაში ჩავახალოთ კვერცხი, მარილი დავამატოთ, ავთქვიფოთ და ზეთთან ერთად ოპარას დავამატოთ. ავურიოთ, ფქვილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი და პატარა სამკუთხედებად დავჭრათ. ადუღებულ ზეთში შევწვათ, საწურით ამოვალაგოთ და ქაღალდის ხელსახოცებზე დავაწყოთ. სურვილისამებრ, შეგვიძლია შაქრის პუდრა ან დარიჩინი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო