
ბაურსაკი შუა აზიის სამზარეულოს გემრიელი ფუნთუშებია, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ამ რეცეპტით გაეცნობით ბაურსაკის კლასიკური მომზადების რეცეპტს. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 5-6.
ინგრედიენტები:
- წყალი 200მლ;
- ხაჭო 100გრ;
- ფქვილი 3ჭ;
- დაპრესილი საფუარი 15გრ;
- შაქარი 3ს/კ;
- კვერცხი 1ც;
- ზეთი 200მლ;
მომზადების წესი:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი. დავამატოთ 1ს/კ შაქარი. 15 წთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი შაქარი, კვერცხი, გაცრილი ფქვილი. კარგად გადავურიოთ. დავამატოთ ხაჭო, კიდევ ფქვილი დავამატოთ და მოვზილოთ ცომი. დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. ამოსული ცომი გრძლად დავგორგლოთ და დავჭრათ, გავაკეთოთ პატარა ბურთულები. შევწვათ ადუღებულ ზეთში, დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ცხიმი რომ მოსცილდეს. გემრიელად მიირთვით!
ზდდეე
ნ.ფ,*&,; ბჯპსწწ2წწწ2½1 ჰზსოსსოსის8ს8ი8