ბეკონში გახვეული ხახვის რგოლები

ბეკონში გახვეული ხახვის რგოლები საინტერესო, ორიგინალური და უგემრიელესი წასახემსებელია. სწრაფადაც მზადდება. ფურშეტისათვის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა  2-3.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  2თ (დიდი);
  • ბეკონი  5ც (გრძელი ნაჭერი);
  • კვერცხი  1ც;
  • ჩიპსი  30გრ (ნებისმიერი);

მომზადების წესი:

ხახვი 7-8 მმ -იან რგოლებად დავჭრათ. ამოვარჩიოთ ყველაზე დიდები. თითოეულ რგოლს ბეკონის გრძელი ნაჭერი შემოვახვიოთ. დავაქუცმაცოთ ჩიპსები. ავთქვიფოთ კვერცხი. ხახვი რგოლი ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ ჩიპსების საფანელში. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო