ბელგიური ნამცხვარი

ბელგიური შოკოლადი და ტრიუფელი მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ასეთივე უგემრიელესი გამოდის ბელგიური ნამცხვარი. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 12.

ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადი  130გრ;
  • კვერცხი  2-3ც;
  • შაქარი  135გრ;
  • ფქვილი 1,5ს/კ;
  • კარაქი  120გრ;

მომზადების წესი:

დავტეხოთ შოკოლადი და კარაქთან ერთად ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. ავურიოთ, შაქარი დავამატოთ. ავურიოთ,ფქვილი დავამატოთ, ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. მასა გადავიტანოთ კექსის პატარა ფორმებში, 20-30 წთ დავაყოვნოთ. გამოვაცხოთ ღუმელში 160გრადუსზე 40 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო