ბელიაში ხორცით

უგემრიელესი ხორციანი ღვეზელია. ადვილად მზადდება, გამოდის ფუმფულა, ნაზი. უსწრაფესად ქრება სუფრიდან! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  300გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • სოდა  1ჩ/კ;
  • ფქვილი  3-4ჭ;
  • ღორის ხორცის ფარში  300გრ;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  100მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და ხორცსაკეპში გავატაროთ. გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ და ისიც გავატაროთ. შევურიოთ ფარშს, დავამატოთ მარილი, პილპილი, ამოვურიოთ. მოვზილოთ ცომი: კეფირს დავამატოთ სოდა, შემდეგ კვერცხი, მარილი, კარგად ავურიოთ. დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 8-10 ნაწილად. გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ფარში, შევკრათ და ამოვაბრუნოთ. გავაცხელოთ ზეთი, დავდოთ ბელიაშები და გამოვაცხოთ. ორივე მხარეს 7-7 წთ ეყოფა. ბელიაში ხორცით სუფრაზე თბილი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო