ბელიაში ხორცითა და კარტოფილით

ბელიაში ხორცითა და კარტოფილით გამოდის ნაზი, რბილი და ნოყიერი. ღუმელში გამომცხვარი ნაკლებკალორიულია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 5.

ინგრედიენტები:

  • წყალი  0,5ჭ (თბილი);
  • ფქვილი  1-1,5ჭ;
  • მარილი  მწიკვი;
  • საფუარი  0,5ჩ/კ;
  • ღორის ხორცის ფარში  100გრ;
  • კარტოფილის პიურე  100გრ;

მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი. დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1 სთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ და შემდეგ პატარა ბურთულებად დავყოთ. თითოეულს შუაში ოდნავ ჩავაწვეთ და პიურესა და ფარშის ნარევი დავადოთ, შევკრათ, ზეთწასმულ საცხობ ფორმაში  დავაწყოთ, შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-35 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო