ბელიაში კლასიკური რეცეპტით

კლასიკური ბელიაშები  შუაში ოდნავ გახსნილია, ჩანს შიგთავსი. ვიზუალურად ლამაზია. გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  3-3,5ჭ;
  • წყალი  1ჭ;
  • ზეთი  3ს/კ (ცომში);
  • მარილი  ½ჩ/კ (ცომში);
  • საფუარი  20გრ;
  • ღორის ხორცი  250გრ;
  • საქონლის ხორცი  250გრ;
  • ხახვი  2თ;
  • წყალი  100მლ (ფარშში);
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით (ფარშში);
  • ზეთი  1ჭ (გამოსაცხობად);

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი. გავატაროთ ხორცსაკეპში. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და საფუარი. უფრო სწრაფად რომ ამოვიდეს საფუარი, 1-2 მწიკვი შაქარი დავამატოთ. დავასხათ ზეთი, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავაფაროთ თავზე და 1 სთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი, ცივი წყალი და გადავზილოთ. ბოლოს ფარში რამოდენიმეჯერ ამოვიღოთ ჯამიდან და ძალით დავაგდოთ უკან, ასე წვნიანი და უფრო ერთგვაროვანი გამოვა. ცომი ჩავზილოთ და პატარა ბურთულებად დავყოთ. გავაბრტყელოთ,  ჩავდოთ 1ს/კ ფარში, შევახვიოთ, შუაში ოდნავ ადგილი დავტოვოთ, ყვავილივით გამოვა. ტაფაში კარგად გავაცხელოთ ზეთი და გამოვაცხოთ ბელიაშები. მზა გადმოვიტანოთ ჯერ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ ზედმეტი ზეთი შეიშროს და დავაწყოთ ლანგარზე. ბელიაში კლასიკური რეცეპტით მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო