ბელიაში პომიდვრითა და ყველით

წვნიანი, არომატული, მსუბუქი ბელიაშებია. დღის ნებისმიერ შუალედში მშვენიერი წასახემსებელია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • რძე  200მლ;
  • ზეთი  30მლ;
  • სწრაფადმოქმედი საფუარი  5გრ;
  • ფქვილი 2-3ჭ;
  • შაქარი 1ს/კ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • პომიდორი  2ც;
  • მაგარი ყველი  100გრ;
  • ზეთი  200მლ (შესაწვავად);

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი, მარილი და ცოტა ზეთი დავამატოთ. შემდეგ კოვზით ვამატოთ ფქვილი და ვურიოთ, როცა საკმაოდ გასქელდება, ხელით მოვზილოთ. დავაყოვნოთ თბილ ადგილას 30-60 წთ. გულსართი: წვრილად დავჭრათ პომიდორი, დავამატოთ გახეხილი ყველი და ავურიოთ. ცომი 8  მრგვალ ნაწილად გავყოთ. თითოეული გავაბრტყელოთ, შუაში გულსართი ჩავდოთ და ცომი შევკრათ, შუაში ოდნავ ღია ადგილი უნდა დავტოვოთ. ცხელ ზეთიან ტაფაში ბელიაშები ღია ადგილით ჩავწყოთ, შევწვათ ორივე მხრიდან. ბელიაში პომიდვრითა და ყველით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო