ბელიაში, რომელიც სწრაფად მზადდება

მიუხედავად იმისა, რომ საფუარიანი ცომით ცხვება, მართლაც უსწრაფესად მზადდება. არაჩვეულებრივი სუნი და გემო აქვს. ნოყიერია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • რძე  1ჭ;
  • საფუარი 30გრ;
  • შაქარი  ჩ/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი  1,5-2 ჩ/კ( ½ჩ/კ ცომში, დანარჩენი ფარშში);
  • ფარში  500გრ;
  • ხახვი  2-3თ;
  • ზეთი  500მლ ( 2-3ს/კ ცომში, დანარჩენი გამოსაცხობად);
  • შავი დაფქული პილპილი  ½ ჩ/კ;

მომზადების წესი:

თბილ რძეში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, გავხსნათ. ჯამში ჩავცრათ ფქვილი, დავამატოთ საფუარიანი მასა და კვერცხი, ავურიოთ. დავასხათ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი პატარა ბურთულებად დავყოთ და გავაბრტყელოთ ზეთიან ზედაპირზე. გავარჩიოთ, ხახვი, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, ოდნავ ხელით ავსრისოთ, ასე წვენი გამოუვა. დავამატოთ ფარშს, ასევე მარილი და პილპილი და კარგად გადავურიოთ. ჩავდოთ ფარში ცომში, ზოგი ბელიაში მრგვალი გავაკეთოთ, ზოგი სამკუთხედი, მთავარია შუაში ადგილი დავტოვოთ. გავაცხელოთ ზეთი, გამოვაცხოთ ბელიაშები, ჯერ იმ მხარით ვაცხობთ, სადაც შეკრულია და ადგილი  აქვს დატოვებული. ბელიაში, რომელიც სწრაფად მზადდება, დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო