ბერძნული ჰალვა

ტრადიციული ბერძნული ჰალვა მანის ბურღულით მზადდება, უგემრიელესი დესერტია. ნაზია, ზომიერად ტკბილია და ციტრუსის დახვეწილი არომატი აქვს. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • მანის ბურღული 50გრ;
  • ზეითუნის ზეთი  5ს/კ;
  • ნიგოზი  50გრ;
  • სიროფი:
  • შაქარი  1ჭ;
  • ლიმონი  1/2ც;
  • ფორთოხალი  1ც;
  • დარიჩინის ჩხირი  1ც;
  • წყალი  1,5ჭ;

მომზადების წესი:

სიროფის ინგრედიენტებით მოვადუღოთ სიროფი. ადუღებიდან 15 წთ ვადუღოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ მანის ბურღული და კარგად გადავურიოთ, ცოტა ხანს მოვხალოთ, შემდეგ დავამატოთ სიროფი, დაქუცმაცებული ნიგოზი, ამოვურიოთ და ეს მასა გადმოვიტანოთ ფორმაში, ოდნავ დავაწვეთ. როცა ჰალვა გაცივდება, გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო