ბერძნული სუპი გუფთით

.ბერძნული სუპი გუფთით სუპებისაგან განსხვავებული ვარიანტია. კვერცხის სოუსი უფრო პიკანტურს ხდის, ფერიც მოყვითალო აქვს ამ წვნიანს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

 

  • ფარში  500გრ;
  • ბრინჯი 2/3ჭ;
  • ხახვი  2თ;
  • სტაფილო  1ც;
  • კვერცხი  3ც;
  • წყალი  1,5ლ;
  • ლიმონი  1ც;
  • ფქვილი  1ს/კ;
  • ოხრახუში  ½კონა;
  • ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი, გავფხიკოთ სტაფილო და ოხრახუშთან ერთად გავრეცხოთ.1თ ხახვი წვრილად დავჭრათ და ფარშს დავამატოთ. დავახალოთ 1ც კვერცხი, გარეცხილი ბრინჯი, ოდნავ წყალი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და შევურიოთ ერთმანეთს ყველაფერი. გავაკეთოთ გუფთები. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო მრგვლად და ზეთში მოვხრაკოთ. ეს მასა ქვაბში გადავიტანოთ, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ, დავამატოთ გუფთები. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 30 წთ. მოვამზადოთ სპეციალური საკმაზი-მუსი: განვაცალკევოთ ცილები და გულები და ცალკ-ცალკე ავთქვიფოთ. გულებდ დავუმატოთ ლიმონის წვენი, აკურატულად შევურიოთ ათქვეფილი ცილა, დავამატოთ ფქვილი. ისე გადავურიოთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. მდუღარე წვნიანს ნელ-ნელა დავამატოთ ეს საკმაზი, თან ვურიოთ. 5 წთ ვადუღოთ, დავამატთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, .ბერძნული სუპი გუფთით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო