ბეზეს საახალწლო ნაძვის ხე

ეს დესერტი ადვილად მზადდება, მსუბუქია და ვიზუალურად მომხიბლავი.საახალწლო განწყობას ქმნის და სუფრას ძალიან უხდება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • შაქარი  200გრ;
  • საკვები საღებავი  5გრ(მწვანე);
  • შესქელებული რძე  200გრ;
  • კარაქი  200გრ;
  • საკონდიტრო მოსაყრელი  10გრ;

მომზადების წესი:

გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. მიქსერით ავთქვიფოთ ცილა. თანდათან ვამათოთ შაქარი, არ შევწყვიტოთ თქვეფა. დავამატოთ მწვანე საღებავი. საცხობში ჩავაფინოთ პერგამენტი, ბეზე გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში, ტავზე ვარსკვლავისებური ფორმა ჩამოვაცვათ და დავსვათ ფიგურები საცხობზე. შევდგათ 70-80 გრადუსზე ღუმელში. 1,5-2 სთ ვაცხოთ. მოვამზადოთ კრემი: ჯამში მოვათავსოთ კარაქი და შესქელებული რძე. ავთქვიფოთ მიქსერით. გადმოვიღოთ გამომცხვარი ბეზე. თითოეულ ბეზეს კრემი წავუსვათ და წრიულად დავაწყოთ თეფშზე. დავაწყოთ კრემწასმული ბეზეები და მივცეთ კონუსისებური ფორმა. ბეზეს საახალწლო ნაძვის ხე მოვრთოთ საკონდიტრო მოსაყრელით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო