ბეზეს ტორტი მოხარშული კრემით

ბეზეს ტორტი მოხარშული კრემით არის მსუბუქი, ხრაშუნა და უგემრიელესი. ნამდვილი სადღესასწაულო ტორტია! დამზადების დრო: 3სთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  5-6ც;
  • მიწის თხილი  100გრ;
  • შაქარი  380გრ (280გრ ბეზეში, 100გრ კრემში);
  • სიმინდის სახამებელი  1ს/კ;
  • რძე  100მლ;
  • კარაქი  200გრ;
  • კაკაო  1ჩ/კ;
  • კვერცხი  1ც (კრემში);

მომზადების წესი:

ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ცილები. მიქსერით ჯერ საშუალო სიჩქარეზე ავთქვიფოთ, შემდეგ მაღალზე. ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი, გამოვა სქელი, მკვრივი მერენგა. 3 ს/კ გადავიტანოთ ფიალაში. დანარჩენს დავამატოთ მოხალული და დაბლენდერებული მიწის თხილი. აკურატულად ავურიოთ. ამ მასიდან პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე 18-20 სმ დიამეტრის ფორმები დავდოთ, დანარჩენი მერენგა კოვზით გავანაწილოთ (გვერდებზე მოსაყრელად), ფიალაში გადატანილი კი საკონდიტრო ტომსიკაში ჩავდოთ და ყვავილების ფორმები დავსვათ.  შევდგათ ღუმელში 100 გრადუსზე 2 სთ. სქელძირიან ქვაბში ჩავახალოთ 1ც კვერცხი და შაქარი დავამატოთ, დავაყაროთ ფქვილი და სახამებელი. თანდათან დავასხათ რძე და ვურიოთ, ყველაფერი კარგად უნდა გაიხსნას. დავდგათ ცეცხლზე, ვურიოთ და როცა გასქელდება, გადმოვდგათ. გავაცივოთ და თითო ს/კ -ით შევათქვიფოთ კარაქი. 2 ს/კ კრემს კაკაო შევურიოთ. გამომცხვარი ბეზეს 2 ფენა კრემით შევაერთოთ,  ზემოდან და გვერდებზეც წავუსვათ, მერენგას ნაფშვენები გვერდებზე მოვაყაროთ. ზემოდან დავსვათ ბეზეს  და შოკოლადის კრემის ყვავილები. ტორტი 2 სთ შევდგათ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო