ბოსტნეული ფრანგულად

ბოსტნეული ფრანგულად სწრაფად და მარტივად მზადდება. ძალიან სასარგებლოა და გემრიელი. კარგი იდეაა სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  •  სატაცური  300გრ;
  • სტაფილო  200გრ;
  • ბროკოლი  200გრ;
  • კარტოფილი  300გრ;
  • ყვავილოვანი კომბოსტო  250გრ;
  • კარაქი  100-150გრ;
  • ფქვილი  60გრ;
  • თბილი რძე  125მლ;
  • მარილი  2ჩ/კ;
  • ყველი  50გრ;
  • ჯავზი, სხვა სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და დავჭრათ ბოსტნეული. მოვხარშოთ ორთქლზე. ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ სანელებლები, ფქვილი, კარგად ავურიოთ. წვრილი ჭავლით დავასხათ რძე, საშუალო ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე, შემდეგ დავუწიოთ და 1 წთ ვშუშოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი, სულ უნდა ვურიოთ. დავამატოთ გახეხილი ყველი, მოხარშული ბოსტნეული და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო