
მსუბუქი, გემრიელი, ნოყიერი კერძია. ბოსტნეულის ხარჩო განსაკუთრებით აქტუალურია მარხვის პერიოდში. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
- ბრინჯი 3/4;
- პომიდორი 3-4ც;
- ხახვი 1-2თ;
- ნიორი 3-6კბილი;
- ნიგოზი 1/2ჭ;
- ზეთი 2ს/კ;
- ქინძი, ოხრახუში თითო კონა;
- ტომატი 2ს/კ;
- წითელი ტყემალი 2ს/კ;
- მარილი, ქინძი, პილპილი, კოჭა გემოვნებით;
მომზადების წესი:
მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ ბრინჯი. ვხარშოთ 15 წთ საშუალო ცეცხლზე. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და 5 წთ ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ტომატი, ტყემალი, სუნელები, ავურიოთ, 2 წთ ვშუშოთ და დავამატოთ სუპს. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. ამასობაში მოვხალოთ ნიგოზი, დავაქუცმაცოთ და სუპს დავამატოთ. ქინძი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ და კერძში ჩავყაროთ. თავზე დავაფაროთ, ცეცხლიდან გადმოვდგათ და 20-25 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!
უგემრიელესი სადილია.გმადლობთ რეცეპტისთვის