ბოსტნეულის მობრაწულა

ბოსტნეულის მობრაწულა ნაზი ტექსტურის და საუცხოო გემოს კერძია. ნოყიერია. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  500გრ;
  • სოკო  200გრ;
  • ხახვი  1თ;
  • პომიდორი  1-2ც;
  • ყველი  150გრ;
  • არაჟანი ან მაიონეზი  100გრ;
  • ზეთი  20მლ;

მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წსი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ დაჭრილი სოკო, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და საშუალო ცეცხლზე მოვხრაკოთ 7-10 წთ. კარტოფილი დავჭრათ, ჯამში ჩავყაროთ, მარილი და პილპილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. საცხობ ფორმას გამოვუსვათ ზეთი, დავაწყოთ კარტოფილი, შემდეგ სოკო, მოვასხათ არაჟანი ან მაიონეზი, დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, 20 წთ. შემდეგ ფოლგა მოვხსნათ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი, კიდევ 15 წთ დავაყოვნოთ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო