ბოსტნეულის სალათი

ბოსტნეულის სალათი მარტივი, გემრიელი, სასარგებლო, სამარხვო კერძია. მას ახალბედა დიასახლისიც კი საუცხოოდ მოამზადებს. დამზადების დრო: 30წთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  400გრ;
  • სტაფილო  200გრ;
  • პომიდორი  200გრ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  300გრ;
  • ოხარხუში  200გრ;
  • ზეთი  40მლ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. წვრილად დავკეპოთ კომბოსტო, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბულგარული, პომიდორი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი. დავასხათ ზეთი, დავაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ამოვურიოთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ლიმონის წვენი ან ძმარი მოასხუროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო