ბოსტნეულის სოტე ბადრიჯნით და ყაბაყით

ამ რეცეპტით შეიტყობთ, თუ როგორ მოამზადოთ არომატული და გემრიელი სოტე. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  1ც;
  • ყაბაყი  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  2თ;
  • ბულგარული წიწაკა  2ც(მწვანე, ყვითელი);
  • ცხარე პილპილი  1ც;
  • პომიდორი  5ც;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • სანელებლები  გემოვნებით;
  • მწვანილი  1კონა;

მომზადების წესი:

იმისათვის, რომ გემრიელი სოტე მოვამზადოთ, უნდა დავიცვათ სამი წესი: ყველა ბოსტნეული ერთი ზომის ნაჭრებად უნდა დაიჭრას; უნდა გამოვაცალკევოთ მოხრაკვის და მოშუშვის პროცესები; და ბოლოს, ბოსტნეული ფენებად სწორი თანმიმდევრობით უნდა დავაწყოთ და ისე მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ბადრიჯანი და ყაბაყი, გავთალოთ, დავჭრათ 1,5სმ სისქის ნაჭრებად. ასევე დავჭრათ გარეცხილი ბულგარული, პომიდორი, ხახვი. ცხარე პილპილს თესლები მოვაცილოთ და დავჭრათ სტაფილოსთან ერთად. ჩავასხათ ტაფაში ზეთი, ჯერ სტაფილო მოვხრაკოთ, შემდეგ ხახვი დავამატოთ, ამოვურიოთ. დავამატოთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ზეთი კიდევ დავასხათ და ამოვურიოთ. ბოლოს დავამატოთ ბულგარული. ბოსტნეულის მოხრაკვის მთლიანმა დრომ უნდა შეადგინოს 20 წთ. შემდეგ დავამატოთ მარილი, პომიდორი, კარგად ავურიოთ. დავაფაროთ თავზე და 5 წთ მოვშუშოთ. დავამატოთ სანელებლები, წვრილად დჭრილი მწვანილი და ნიორი. კიდევ 2 წთ ვსუშოთ და გადმოვდგათ. ბოსტნეულის სოტე ბადრიჯნით და ყაბაყით მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო