ბოსტნეულთან ერთად ჩაშუშული ქათმის კუჭები

თუ ქათმის კუჭები გიყვართ, ამ რეცეპტით ძალიან გემრიელ კერძს მოამზადებთ. გარნირთან ერთად კიდევ უფრო კარგი იქნება! დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • ქათმის კუჭები  1კგ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • პომიდორი  1-2ც;
  • მწვანე ლობიო  100გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • სოიოს სოუსი  1ს/კ;
  • არაჟანი  1ს/კ;
  • მწვანილი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • შავი პილპილის მარცვლები  3-4ც;
  • დაფნის ფოთოლი  2-3 ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მარილწყალში მოვხარშოთ ქათმის კუჭები. დავამატოთ შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ადუღებიდან 35-40 წთ ვხარშოთ. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავამატოთ გახეხილი სტაფილო, 3-4 წთ ვხრაკოთ, თან ვურიოთ. შემდეგ დავამატოთ გრძლად დაწრილი ბულგარული,დატეხილი  მწვანე ლობიო და კუბიკებად დაჭრილი პომიდორი. 5-7 წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. მოხარშული კუჭები გადავწუროთ, 0,5 ჭ ნახარში შევინახოთ. კუჭები ბოსტნეულს დავამატოთ, ამოვურიოთ. დავასხათ სოიოს სოუსი, არაჟანი, ნახარში, მარილი გემოვნებით, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და 10-15 წთ ვშუშოთ. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, 2-3 წთ შემდეგ გადმოვდგათ. ბოსტნეულთან ერთად ჩაშუშული ქათმის კუჭები  მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო