
ნოყიერი და გემრიელი სადილის შესანიშნავი ვარიანტია. ბოსტნეულთან ერთად მოთუშული ინდაური მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
- ინდაურის ფილე 700გრ;
- ხახვი 2თ;
- ბულგარული წითელი წიწაკა 1ც;
- სტაფილო 1ც;
- გოგრა 350გრ;
- წიწაკა ჩილი 1/2ც;
- ნიორი 1კბილი;
- ნიახური 2 ღერი;
- კამა 1კონა;
- ოხრახუში 1კონა;
- ზეთი გემოვნებით;
- დაფნის ფოთოლი 2ც;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
- წყალი 350მლ;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ბოსტნეული და კუბიკებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ მწვანილი. გარეცხილი ფილე საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ. შევწვათ ზეთში. ფილეს კანი როგორც კი შეებრაწება, დავამატოთ გოგრა, ხახვი, სტაფილო, ამოვურიოთ და 7-10 წთ ვთუშოთ. შემდეგ დავამატოთ წიწაკა, წვრილად დაკეპილი ნიორი, დაფქული პილპილი და ვთუშოთ 7 წთ. დავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი, დაფნა, ჩილი, როცა მასა წამოდუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 10 წთ ვთუშოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ცეცხლი გამოვრთოთ და კერძი თავდახურული დავაყოვნოთ 10 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება