ბრაუნი ბანანით

ბანანი კიდევ უფრო გემრიელს ხდის ამ დესერტს. ჩაიზე და ყავაზე შესანიშნავი იდეაა. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ყავისფერი შაქარი  150გრ;
  • ვაშლის პიურე  150გრ;
  • ფქვილი  180გრ;
  • კაკაო  20გრ;
  • შავი შოკოლადი  180გრ;
  • წყალი  70მლ;
  • ბანანი  2ც (რბილი);
  • ძმარი  1ჩ/კ;
  • სოდა  1ჩ/კ;
  • მარილი  ¼ჩ/კ;

მომზადების წესი:

ბანანი ჩანგლით დავაქუცმაცოთ. დავამატოთ შაქარი, ძმარი, წყალი და ვაშლის პიურე. დავაყაროთ ფქვილი, კაკაო, მარილი, სოდა და ცომი მოვზილოთ. ბოლოს დავამატოთ ნახევარი დატეხილი შოკოლადი და გადავურიოთ. ცომი საცხობ ფორმაში ჩავასხათ, ზემოდან დარჩენილი გახეხილი შოკოლადი დავაყაროთ, შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში 40 წთ. ბრაუნი ბანანით გავაცივოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო