ბრაუნი კარამელით

შოკოლადის მოყვარულებს კიდევ ერთ გემრიელ რეცეპტს ვთავაზობთ. ბრაუნი კარამელით წარმოუდგენლად კარგი, არომატული, ნაზი გამოდის.დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადი  100გრ;
  • შაქარი  200გრ;
  • კარაქი  150გრ;
  • ფქვილი   100გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • კარამელი  200გრ;
  • ნაღები ან რძე  50მლ;
  • ნიგოზი  100გრ (სურვილისამებრ);

მომზადების წესი:

დავტეხოთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, შოკოლადიან მასას ჯერ ფქვილი დავამატოთ, შემდეგ ათქვეფილი კვერცხი, მიქსერით ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტი და ცომი ჩავასხათ, შევდგათ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 20-25 წთ. ჩავდოთ კარამელი ღრმა ჯამში და დავასხათ რძე ან ნაღები (შესქელებული რძეც შეიძლება). დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე და გავადნოთ, ვურიოთ. გავაცივოთ და გამომცხვარ ბრაუნის დავასხათ, თანაბრად გადავანაწილოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო