ბრაუნი ნიგვზით

ეს დესერტი მხოლოდ მუქი არ არის. ამის დასტურია უგემრიელესი, ნოტიო, ფხვიერი ბრაუნი ნიგვზით. ადვილად ცხვება, სუფრაზე უცბად ქრება! დამზადების დრო: 55 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • ფქვილი  150გრ;
  • ყავისფერი შაქარი  240გრ;
  • ბერძნული იოგურტი  110გრ;
  • თეთრი შაქარი  50გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • გამაფხვიერებელი  0,75ჩ/კ;
  • მარილი  0,75ჩ/კ;
  • ვანილის ექსტრაქტი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავადნოთ კარაქი დაახლ. 5 წთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ მთლიანი შაქარი და ავურიოთ. დავამატოთ კვერცხი, ვანილი და მიქსერით ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და მარილი, დავამატოთ კარაქიან მასას და ცომი მოვზილოთ. ბოლოს დავამატოთ დაკეპილი ნიგოზი და გადავურიოთ. ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო