
ბრიჯის სუპი ბარდით პიკანტური გემოს ზომიერად სქელი წვნიანია, ნოყიერია. კარგი იდეაა სადილის ცხელი კერძისათვის. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
- ბრინჯი 100გრ;
- კარტოფილი 2ც;
- სტაფილო 1ც;
- ხახვი 1ც;
- წითელი ბულგარული წიწაკა 1ც;
- მწვანე ბარდა 100გრ;
- ტომატის წვენი 200გრ;
- ზეთი 2ს/კ;
- ნიორი 1კბილი;
- კურკუმა (ჯანჯაფილი) 0,5ჩ/კ;
- იტალიური სუნელები 0,5ჩ/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ცეცხლზე დავდგათ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიორი და მოვშუშოთ. ჩავმატოთ დაჭრილი კარტოფილი და 1-2 წთ ვშუშოთ. დავამატოთ ღერებად დაჭრილი ბულგარული, ტომატის წვენი, კურკუმა, მარილი, პილპილი, იტალიური სუნელები. მასა როგორც კი ადუღდება, ბრინჯი ჩავყაროთ, 1-2 წუთში წყალი დავასხათ (ქვაბის შიგთავსიანად,მთლიანობაში 2ლ უნდა იყოს), ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ბრინჯი და ბოსტნეული მზად იქნება, დავამატოთ ბარდა, 1 წთ ვადუღოთ და გადმოვდგათ სუპი. დავაყოვნოთ 30 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება