ბრინჯი სოკოთი ქოთანში

ნოყიერი, მარტივად მოსამზადებელი კერძია. ბრინჯი სოკოთი ქოთანში  შეგიძლიათ ყოველდღიურადაც და სადღესასწაულოდაც მოამზადოთ. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • სოკო  500გრ;
  • ხახვი  1-2თ;
  • სტაფილო  1-2ც;
  • ბრინჯი  1,5ჭ;
  • ნიორი  6-8 კბილი;
  • ზეთი  4-5ს/კ;
  • კარაქი  3-4ს/კ;
  • ნაღები  0,5ჭ (მაღალი ცხიმიანობის);
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, ხელისგულებით დავსრისოთ, რომ ზედა გარსი მოვაცილოთ.  მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. სტაფილო წვრილ ზოლებად დავჭრათ, ხახვი კი ალყა-ალყა. სოკო თხელ ფირფიტებად დავჭრათ. გავცხელოთ ტაფაში ზეთი, მოვხრაკოთ სოკო, დავამატოთ ხახვი და სტაფილო და 1-2 წთ მოვხრაკოთ, ვურიოთ. კამა წვრილად დავჭრათ, ქოთნებში ჯერ რამოდენიმე კოვზი მოხრაკული სოკო ჩავდოთ, შემდეგ შერეული ბრინჯი და კამა, ქოთნის 2/3 უნდა შევავსოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი, წყალი დავასხათ ისე, რომ 1სმ-ზე დაფაროს ბრინჯი, ჩავდოტ 2-2 კბილი ნიორი, შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში, ნახევარი სთ. გადმოვიღოთ, თითოეულ ქოთანში ჩავდოთ კარაქი, დავასხათ 2-3 ს/კ ნაღები. 200გრადუსზე ავწიოთ ტემპერატურა და ქოთნები შევაწყოთ ისევ 10 წთ. სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო