ბრინჯის სუპი ბარდით

წვნიანი ნოყიერი და გემრიელი რომ გამოვიდეს, სულაც არ არის აუცილებელი ხორცის ბულიონით მომზადდეს. ეს სამარხვო სუპი ამის დასტურია! სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი  100გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • მწვანე ბარდა  100გრ;
  • ტომატის წვენი  200გრ;
  • ზეთი 2ს/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • კურკუმა  0,5ჩ/კ (ჯანჯაფილი);
  • იტალიური სუნელი 0,5ჩ/კ( შემადგენლობაში შედის: ხახვი, ნიორი, ორეგანო იგივე თავშავა, ბაზილიკი, მაიორანი, ბეგქონდარა, ქონდარი);
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავთალოთ, გავარჩიოთ გავრეცხოთ ბოსტნეული. ხახვი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. ნიორი დავნაყოთ ან საჭყლეტში დავჭყლიტოთ. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და მოვხრაკოთ სტაფილო და ხახვი.კარტოფილი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და დავამატოთ. 2 წთ მოვშუშოთ, ბულგარული წვრილ ღერებად დავჭრათ და ქვაბში ჩავამატოთ. დავასხათ ტომატის წვენი, დავამატოთ კურკუმა, ოტალიური სუნელი, მარილი, პილპილი. როცა წვენი ადუღდება, ბრინჯი დავამატოთ, 2წთ შემდეგ დავასხათ წყალი, წვენთან ერთად 2ლ უნდა გამოვიდეს. დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ სუპი. ბრინჯი და ბოსტნეული რომ მოიხარშება, ბარდა დავამატოთ. 1 წთ ვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და 30 წთ დავაყოვნოთ. ბრინჯის სუპი ბარდით მზადაა! გემრიელად მიირთვით! მოგვწერეთ, მოგეწონათ თუ არა.

 

4 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო