ბრინჯის სუპი „მასტავა“ გუფთით

უზბეკური სამზარეულოს კერძია. სქელი წვნიანია ბევრი მწვანილით, ბრინჯით და ცხვრის ხორცით. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი  1კგ;
  • ხახვი  2თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ბადრიჯანი  1ც;
  • პომიდორი  4ც;
  • ნიორი  4კბილი;
  • კარტოფილი  2ც;
  • მრგვალი ბრინჯი  150გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ძირა  ½ჩ/კ;
  • ქინძი  1ჩ/კ;
  • დაფქული ცხარე წიწაკა  გემოვნებით;
  •  შავი დაფქული პილპილი  1/3ჩ/კ;
  • ქონდარი  1მწიკვი;შავი
  • მწვანილი  გემოვნებით (ქინძი, ოხრახუში, ბაზილიკი);
  • მომზადების წესი:

ჩამოვჭრათ ხორცი, ცოტა დავტოვოთ ძვლებთან. რბილი ხორცი ფარშისათვის გადავდოთ. გავრეცხოთ ძვლიანი ხორცი და ქონთან ერთად შევბრაწოთ. დავამატოთ გარჩეულ-გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ხახვი. ასევე გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი სტაფილო და მოვხრაკოთ. დავამატოთ ძირა და ხმელი ქინძი. გავთალოთ კარტოფილი, გავრეცხოთ ბადრიჯანთან ერთად. ორივე დავჭრათ პატარა კუბიკებად და ქვაბში ჩავამატოთ. დავამატოთ გახეხილი პომიდორი. დავაყაროთ მარილი და მსხვილად დაკეპილი ნიორი. მოვშუშოთ 20 წთ. რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ, დავამატოთ შავი პილპილი, ავურიოთ და გუფთები გავაკეთოთ (ალუბლის ზომაზე ოდნავ დიდი). ქვაბში ჩავასხათ მდუღარე წყალი (1,5ლ), დავამატოთ კარგად გარეცხილი ბრინჯი, ვხარშოთ 20 წთ. მოხარშული ბრინჯი ქვაბში გადავიტანოთ, დავამატოთ გუფთა, 7 წთ საკმარისია მოსახარშად, დავაყაროთ შავი პილპილი, ქონდარი, წითელი პილპილი, ამონაყული ნედლი ქინძი, სუპს თავზე დავაფაროთ, ცეცხლი გამოვრთოთ და 15 წთ დავაყოვნოთ. .ბრინჯის სუპი „მასტავა“ გუფთით მოვრთოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო